“ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება და ახლა მთავარი ამოცანაა, ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ცხელების კლინიკების ეფექტიანობა.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც გადასვლა ეტაპობრივად შესაძლებელია.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386