ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპობრივად შესაძლებელია, სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც გადასვლა.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკას უკვე იყენებსარაერთმა ქვეყანა და ეს ესსაკმაოდ ეფექტურია.
„ჩვენ სატესტო რეჟიმში უკვე გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება სათანადოდ საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც იმის მიხედვით, რამდენად რთულ და გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე. ამის სტატისტიკას ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ცხელებისა და სხვა საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზზე, სადაც პათ კონსულტაციას ეპიდემიოლოგები გაუწევენ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.