ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაინფიცირებულ მედპერსონალის წარმომადგენლებს გარდაცვლილ 81 წლის ქალთან ჰქონდათ კონტაქტი

“თბილისის ზღვის ჰოსპიტალის” მედპერსონალის ორ წარმომადგენელს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით გარდაცვლილ 81 წლის ქალთან.

ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ავრცელებს.

ტურძელაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, პაციენტთან კონტაქტის დროს გარკვეული წესი დაირღვა, რამაც მედპერსონალის ინფიცირება გამოიწვია. 

“თავად ამბობენ, რომ იმ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ ალბათ სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს.” აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მკურნალობას  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან და მათ მსუბუქი დიაგნოზი აღენიშნებათ.

რაც შეეხება მათი ინფიცირების წყაროს, რომელიც 81 წლის ქალბატონია, ის გუშინ გარდაიცვალა. პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია. ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა იყო. გარდაცვალების პირველი ფაქტი 4 აპრილს დაფიქსირდა.  დაიღუპა ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს  შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

იტვირთბა....