ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Google თქვენს გადაადგილებას აკვირდება – კომპანია კარანტინის შემდეგ საქართველოში შეცვლილი რეალობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

როგორ შეცვალა COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა კარანტინმა გლობალურად ადამიანთა ყოველდღიური ქცევა – ამის შესახებ კომპანია Google-მა რეგულარული ანგარიშების მომზადება დაიწყო.

ანგარიშების მოსამზადებლად “გუგლი”  მოქალაქეთა ადგილსამყოფელის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას იყენებს.

სმარტფონების GPS სერვისის საშუალებით Google-ს შესაძლებლობა ეძლევა, დააკვირდეს ადამიანთა ყოველდღიური გადაადგილების ისტორიასა და მარშრუტებს – ამას Big Data ანალიზი ეწოდება და მის სამიზნეს არა კონკრეტული ადამიანის გადაადგილებაზე დაკვირვება, არამედ მთლიანად საზოგადოების დონეზე მოქალაქეთა მობილობის ცვალებადობისთვის თვალყურის მიდევნება წარმოადგენს.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, Google-მა ანგარიში საქართველოსთვისაც გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიცვალა ადამიანთა ქცევა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე. ანგარიშის ბოლო დაკვირვების თარიღი 29 მარტი იყო, შესაბამისად, მასში კომენდანტის საათი და 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის ეფექტი ასახული არაა.

იხილეთ ანგარიშის შედეგები:

“გუგლის” ანგარიშის მიხედვით, ისეთ თავშეყრის ადგილებში, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრები, მომხმარებელთა რაოდენობა 67%-ითაა შემცირებული, სამსახურებსა და ოფისებში კი ადამიანთა რაოდენობამ 38%-ით იკლო (1-29 მარტის განმავლობაში).

გართობა/დასვენება და ვაჭრობა – კლება 67% (ამ ჯგუფში შედის რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები).

სურსათის მაღაზიები და აფთიაქები – კლება 36% (ამ ჯგუფში შედის ბაზრობები, სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები და აფთიაქები).

პარკები – კლება 24% (ამ ჯგუფში შედის მუნიციპალური პარკები, ეროვნული ნაკრძალები და სხვა სივრცეები).

სატრანზიტო ჰაბები – კლება 53% (ამ ჯგუფში შედის მეტრო, ავტობუსები, მატარებლის სადგურები) – შეგახსენებთ, რომ დაკვირვების ბოლო დღე 29 მარტია და მასში მკაცრი საკარანტინო მოთხოვნები და კომენდანტის საათი ასახული არაა.

სამსახურები/ოფისები – სამსახურებში 38%-ით არის ადამიანთა ნაკადი შემცირებული.

საცხოვრებელლ სახლებში – ზრდა 12%.

იტვირთბა....