aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს” – ინფექციური პათოლოგიის ცენტრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს”, – ამის შესახებ განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკგვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....