„დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე, “ტვ პირველის” ეთერში განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს ყველა პოზიტივი რაც არსებობს საზოგადოებაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, პარტიას მიაწეროს.
“ქართულმა ოცნებამ, როგორც ჩანს ვერ გაუძლო ცდუნებას და ის პოზიტივი, რომელიც ახლა არის საზოგადოებაში, რომ ვართ კარგ მდგომარეობაში, ცდილობს რატომღაც მადლობის სახით კიარ დაუბრუნოს ხალხს, არამედ ყველა მათი გამოსვლა მესიჯბოქსია როგორც ჩანს გარკვეულწილად მიცემული ქართული ოცნებისათვის, რომ იწყება ასე, ქართულმა ოცნებამ შეძლო 2 მილიარდის გამონახვა და ა.შ. ვერ გავიგე ჩრდილოეთ კორეის მაგალითზე ვართ, რომ პარტია ამარცხებს ვირუსს, პარტია აძლიერებს ეკონომიკას, პარტიამ უნდა გამოგვაჯანმრთელოს. პირდაპირ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას არ იპარაზიტოს კორონავირუსზე, პარტიული ანგაჟირების თვალსაზრისით და დაუკლოს ამ ტემპერატურას, რომლითაც ეს სამი დღეა გაწერილი მესიჯბოქსით ცდილობენ თავისკენ გადაქაჩონ ის პოზიტივი, პოლიტიკური ქულების დაგროვების კუთხით.” – განაცხადა ლევან კობერიძემ.