ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე”- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, სჯობს, საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნოს მასშტაბით გამკაცრდეს და არა ცალკეულ რაიონებში.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, იმნაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეების ნაწილი დღემდე ვერ ხვდება, რასთან აქვს საქმე და მდგომარეობის სიმძიმეს სათანადოდ არ აფასებს.

„მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. მაგრამ, შეიძლება, მთლიანად ქვეყანაში კიდევ გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ჯობია, თუ იქნება მისაღები და გასამკაცრებელი, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. დაველოდებით ისევ და ისევ სიტუაციის განვითარებას. სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

 

იტვირთბა....