ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის გარდა სადეზინფექციო სამუშაოები რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის გარდა სადეზინფექციო სამუშაოები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდება, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა და ამ ღონისძიებების ორგანიზება  რეგიონულ საკითხებში მის მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა.

ამასთან, გახარიამ თბილისის მასშთაბით დეზინფექციის სამუშაოების ჩატარება სწორ და ნიშვნელოვან ღონისძიებად შეაფასა.

„მინდა, მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა ბატონ სოზარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობამ მკაცრი ღონისძიებები განახორციელა. 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

 

იტვირთბა....