“ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე, ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაყწვეტილება, ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის.”
ირაკლი კობახიძე – მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნულით კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რადგან მსახურება კომენდანტის საათს ემთხვევა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ მკაცრი ღონისძიებები გაატარა. მათ შორის აკრძალულია ადამიანების ერთად თავშეყრა. ამ გადაწყვეტილებამ ეკლესიაში მსახურებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გააჩინა, მითუმეტეს მაშინ, როცა აღდგომის დღესასწაული მოახლოვებულია.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.