მთავარი ციტატა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს აქებს”- ჯორჯ ვისანი

 “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნის ოფიციალურ პირებს ვირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში შესვლა ყველა მოგზაურს აუკრძალა და მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ფრენები დროებით შეაჩერა. მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვები ახლა უკვე მთელ მსოფლიოში იქცა კრიზისთან ბრძოლის სტანდარტულ მეთოდად.”

ჯორჯ ვისანი – რუმინეთის ენერგეტიკული ცენტრის შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის კოორდინატორი 

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ პრევენციული ნაბიჯები დროულად გადადგა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველივე ინფიცირების გამოვლენის შემდეგ  დაწესდა შეზღუდვები, რის ეფექტურობაზეც მსოფლიოს ლიდერებიც უსვამენ ხაზს. 

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან შედარებით გაცილებით ნაკლები მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გარდაცვალების ფაქტი ამ დრომდე არ მომხდარა. 

იტვირთბა....