ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახლა პოლიტიკის დრო არაა, მიიღეთ სააკაშვილის შეთავაზება და დაგვაბრუნეთ”- ქართველი ემიგრანტი

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მთავრობას  სამშობლოში დაბრუნებას სთხოვენ. ემიგრანტების დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა.

საქართველოს მოქალაქე იზაბელ ცეცხლაძე “ნიუპოსტთა” ინტერვიუში აცხადებს, რომ სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ, მაგრამ ფრენების შეჩერების გამო მათ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.

“სიტუაცია დღითი დღე რთულდება. იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. საბედნიეროდ, მათ შორის ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, თუმცა ეს დროებითია, რადგან დაავადების რისკი მაღალია. მძიმე მდგომარეობაში, ქუჩაში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, თუმცა ფრენის გაუქმების გამო, საქართველოში ვერ მოდიან”,- აცხადებს ცეცხლაძე.

ქართველი ემიგრანტი იმასაც აღნიშნავს, რომ ახლა პოლიტიკის დრო არაა და მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება უნდა მიიღოს, რომელმაც ხელისუფლებას ემიგრანტების უსასყიდლოდ ჩამოფრენა შესთავაზა.

რას შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას და თხოვნას, ქართველი ემიგრანტები ამ აზრს იზიარებენ. ისინი ამბობენ, რომ ოღონდ დაბრუნდნენ სამშობლოში და ამას ვინ და რა გზით გააკეთებს მნიშვნელობა არ აქვს. მეც ვუერთდები მათ მოსაზრებას და ვიტყვი, რომ ახლა პოლიტიკის დრო არ არის! მიიღეთ მესამე პრეზიდენტის შეთავაზება და დაგვაბრუნეთ სახლში”,- აცხადებს ელიზბარ ცერცვაძე.

გერმანია ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ქვეყანაში 78 ათასამდე ადამიანი დაინფიიცრდა და 1000-მდე დაიღუპა.

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვვეებმა უკვე მილიონს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....