ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შევჯერდებით, რა ფორმით და როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროისთვის არაა გადაწყვეტილი, აღდგომის დღესასწაულის ტრადიციული რიტუალი რა ფორმით ჩატარდება.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გომელაური აღნიშნავს, რომ  დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა  არ არის შეჯერებული და ამ საკითხზე თავრობა კოორდინაციაშია საპატრიარქოსთან.

„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად, მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულება. აღდგომა მოდის, ჯერ ორი კვირაა იქამდე. შევჯერდებით იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი.ველოდებით, ორ კვირაში რა იქნება, მსოფლიოში არავინ არ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, – განუცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

იტვირთბა....