“ამ წუთს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს. ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომლებსაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური სიმპტომები, რომელიც ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსის კლინიკურ სიმპტომებს. ამიტომ ჩვენთან წარმოებული ტესტების საიმედოობის ხარისხი ძალინ მაღალი იყოს, ანუ სანდოობა იყოს მაღალი. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ნეგატიურია, მაშინ ასეთი პაციენტები აქედან გაგვყავს სხვადასხვა ზონებში. საეჭვო პასუხით მათი გაყვანა არ იქნებოდა სწორი. ტესტები, რომელიც კეთდება დღეს ლუგარის ლაბორატორიაში, ე.წ. პისიარ ტესტები, არის ძალიან მაღალი სანდოობის და ოქროს სტანდარტია.”
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი
საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ეპიდემიოლოგები დღემდე კორონავირუსზე ანალიზის ჩატარებას “ოქროს სტანდარტით”, ანუ “პისიარ” ტესტით ამჯობინებენ.
საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 98-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.