„მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო ადამიანების გადასარჩენად და ეკონომიკის კვლავ გასაძლიერებლად, როგორც ადრე იყო“, – აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ტრამპის თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით 200 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება, ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა.
შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში ბოლო მონაცემებით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 142 735 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 2 489 ადამიანი.