aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პლასიდო დომინგო კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო კლინიკაში გადაიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა,  გამოწვეული გართულებების გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

79 წლის მომღერალი მეხიკოს საავადმყოფოში მკურნალობს.

პლასიდო დომინგოს კორონავირუსის დიაგნოზი 22 მარტს ფაუდასტურდა.

ესპანეთში ინფიცირების 80 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიიცრებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ინფიცირების 724 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, 34 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 152 ათასამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....