ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიო პატრიარქმა ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა

მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ, საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა – აღნიშნულის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს ოფიციალურ „=ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კვირის საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.

„გამონაკლისი სიტუაციის გამო, რომლის წინაშეც დღეს არის კაცობრიობა, ასევე პანდემიის გამო, საღმრთო ლიტურგია აღევლინა დახურულ კარს მიღმა. მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მღვდელმსახურებმა და საპატრიარქო სასახლის რამდენიმე წარმომადგენელმა“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ათონის მთაზე კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

უშუალოდ საბერძნეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1061 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 32 ადამიანი,  მსოფლიოს მასშტაბით კი 683 536 ადამიანია დაინფიცირებული, 32 139 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 146 000-ს გადააჭარბა.

იტვირთბა....