ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფაქტებს აქვეყნებს. როგორც ჯანმოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ასევე სიმართლესთან შეუსაბამოა ის ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ჰაერში 8 საათის განმავლობაში ძლებს.
„კორონავირუსი ძირითადად გადაიცემა წვეთებით, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გამოყოფს. მოგიწოდებთ, დაიცვათ 1 მეტრის დისტანცია ერთმანეთისგან, ზედაპირების დეზინფექცია ჩაატაროთ, დაიბანოთ ხელები და არ შეეხოთ სახეს“, – ვკითხულობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.
შეგახსენებთ, ჯანმომ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება ვებგვერდზე https://www.worldometers.info/coronavirus/.