aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სწრაფი ტესტირება „ოქროს სტანდარტს“ ვერავითარ შემთხვევაში შეცვლის”- იშხნელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, ე.წ. სწრაფ ტესტებ “პისიარ” ტესტს ვერავითარ შემთხვევაში შეცვლის.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, “პისიარ” ტესტი საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი არაა.

“სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი. ეს ვერ შეცვლის ვერავითარ შემთხვევაში იმ „ოქროს სტანდარტს“, რასაც „პისიარს“ ვუწოდებთ, მაგრამ აქვს თავისი ადგილი გამოკვლევებში. ეს არ არის საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი, მინდა, ეს ხაზგასმით ვთქვა საზოგადოებისთვის. ეს სუფთად სამედიცინო, ჩვენთვის, ინფექციონისტებისთვის და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია”,- განაცხადა კახა იშხნელმა.

25 მარტიდან სპეციალისტებმა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება დაიწყო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

სწრაფი ტესტების ეფექტურობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ,სწრაფი ტესტები, რომლებიც საქართველო ხვალიდან ჩამოვა,  კორონავირუსულ ინფექციას ასპროცენტიანი სიზუსტით დაადგენს.

 

იტვირთბა....