დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს, მეთ ჰენკოკს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას “სქაი ნიუსი” ავრცელებს.
მეთ ჰენკოკი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
უფრო ადრე, “კოვიდ-19” დაუდგინდა ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონსაც. ჯონსონმა ამის შესახებ “ტვიტერზე” დაწერა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში, ამ დროისთვის, ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების 11 658 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 578 ადამიანი.