ჯგუფ “რამშტაინის” სოლისტს ტილ ლინდემანს ახალი ტიპის კორონავირუუსლი ინფექცია გამოუვლინდა.
ამის შესახებ გამოცემა “ტელეგრაფი” წერს.
ჯგუფის სოლისტი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
57 წლის შემსრულებელი წინა კვირაში რუსეთში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას ახალი ვირუსი დაუდგინეს, მას პნევმონიაც აღენიშნება.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით, 21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.