ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სწრაფი ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზის გამო, ჯანდაცვის უწყება მათ შემოტანაზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულებას აუქმებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულებას აუქმებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კომპანიამ, რომელმაც სწრაფი ტესტები აწარმოა, ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაგზავნა, რის სედეგადაც ხელშეკრულება უქმდება.

“1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ სიჩუანის პროვინციამ, საჩუქრად გადასცა საქართველოს მთავრობას წარმოებული იყო კომპანია: Capital Bio Technology Corporation-ის მიერ.

რაც შეეხება, კომპანიას, რომელთანაც საქართველომ და სხვა ევროპის ქვეყნებმა ხელშეკრულების ანულირება მოახდინეს და რომელმაც თავად გამოაგზავნა ოფიციალური ნოტა, ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზთან დაკავშირებით, მისი სახელწოდებაა BIOEASY. ამ კომპანიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან, ხელშეკრულება გაუქმებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

25 მარტიდან სპეციალისტებმა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება დაიწყო.

სწრაფი ტესტების ეფექტურობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ,სწრაფი ტესტები, რომლებიც საქართველო ხვალიდან ჩამოვა,  კორონავირუსულ ინფექციას ასპროცენტიანი სიზუსტით დაადგენს.

იტვირთბა....