მთავარი ციტატა

“ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია იმ ჩინური კომპანიის ტესტები, რომლის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა”

„ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ კომპანია ბიო ისმა (Shenzhen Bioeasy Technology), იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ  გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით, ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია“

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....