ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

იტალიაში კორონავირუსი პირველ ოფიციალურ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე დაფიქსირდა, რომელიც ვერ შეამჩნიეს – ეპიდემიოლოგების კვლევა

იტალიაში ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2  ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში არსებობდა, მაშინ როცა ვირუსის ინფეცირება ოფიციალურად 20 თებერვალს დაფიქსირდა.

ვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ლაბორატორიულად დადასტურებული 6000-მდე შემთხვევა და მათი კონბტაქტები შეისწავლეს. შედეგად, ანალიზმა აჩვენა, რომ დაავადების სიმპტომები ქვეყანაში პირველ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე რამდენიმე კვირით ადრე დაფიქსირდა.

ინფექციურ დაავადებათა მოდელირების სპეციალისტი მიშელ ტიზონი განმარტავს, რომ როდესაც იტალიაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი სამხრეთ ლომბარდიის ქალაქების უმეტეს ნაწილშჭი უკვე ფართოდ გავრცელებულიც კი იყო.

კვლევის  ავტორის თქმით, იანვარში დაფიქსირებული შეუმჩნეველი შემთხვევა „განსაცვიფრებელია“. ამ დროს ქვეყანაში ჯერ კიდევ ვირუსის სამშობლოზე, უხანზე ლაპარაკობდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ პირველი დადებითი ტესტიდან სამი დღის შემდეგ, იტალიის მთავრობამ საჯარო აქტივობები და შეკრებები აკრძალა, წინა კვირებში ვირუსის შეუმჩნეველმა გავრცელებამ საბოლოოდ გაიმარჯვა – ყოველ სამ დღეში ერთხელ შემთხვევების რაოდენობა ორმაგდებოდა”,- აცხადებენ კვლევის ავტორი.

მიისვე თქმით, ეს მონაცემები იმ ქვეყნებისთვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებიც ეპიდაფეთქებებისთვის ემზადებიან.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კოორნავირუსული ინფექციის “კოვიდ-19”-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იტალიაშია, სადაც ვირუსის შედეგად 7500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....