მთავარი ციტატა

“მარნეულის გარდა, ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სამიზნე ჯგუფში”

“მარნეულის გარდა, ამ ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სხვა სამიზნე ჯგუფში, ვიდრე ტესტის რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს. შემდეგ ტესტის შევსებას ველოდებით. შემდეგი სამიზნე ჩვენთვის უკვე იქნება ის კლინიკები, სადაც ხვდებიან პაციენტები უკვე სიცხით, იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ცხელება, გარდა იმისა, რომ უკვე საზღვრებიდან მოგვყავს პაციენტები. დღეს იქნება შეხვედრა ალგორითმის დასრულებაზე კლინიკურ ჯგუფში და ლაბორატორიის ექსპერტებში, ხვალიდან კი, უკვე ეს გამოქვეყნდება. არავითარი დრამატული ცვლილებები ამ ალგორითმში მოსალოდნელი არ არის“

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

შეგახსენებთ, ტესტების პირველი პარტია – 1000 ტესტი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში გუშინ, 25 მარტს ჩაიტანა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....