aviabiletebi
მთავარი ციტატა

“პატრიარქი ამბობდა – ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო”

“დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო, დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო; სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო; სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო; ხელი ხშირად დაიბანეთო; იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო; ოჯახებისთვის მოიცალეთო; სცოდნია თურმე რასაც ამბობდა? ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამა ანდრია ჯაღმაიძე – საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....