მთავარი ციტატა

“თუ შევძლებთ ერთ თვეში შემთხვევების ზრდის ნელი ტემპის შენარჩუნებას, შეზღუდვების შერბილება უნდა განვიხილოთ”

” უკვე გატარებული ზომებით, ჩვენ თუ შევძელით უახლოეს ერთ თვეში შემთხვევების ზრდის შედარებით ნელი ტემპის შენარჩუნება, მას შემდეგ რაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი გადასცდება 100-ს, ჩვენ წესით უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, განვიხილოთ აპრილის მეორე ნახევრიდან მთელ საზოგადოებაზე მიმართული გარკვეული ზომების (გადაადგილების და ბიზნესების შეზღუდვა) შერბილებაც კი.”

კაკი ზოიძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

კაკი ზოიძემ ამის შესახებ „პუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

იტვირთბა....