“იმაზე „ჩაციკვლა“, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება, პანაცეა იყოს და ქვეყანაში სწრაფი ტესტები შემოვა თუ არა, ყველაფერს უცებ გადავწყვეტთ, სწორი მიდგომა არ არის. რა თქმა უნდა, საჭიროა, ქვეყანას ჰქონდეს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ოქროს სტანდარტი. ოქროს სტანდარტი გვაქვს და დღეს ჩამოვიდა ტესტი, რომელიც ჩინელებმა გვაჩუქეს და აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას საათნახევარზე ჩამოიყვანს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი
საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.