aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მოვუწოდებ ივანიშვილს, გადააკეთოს თავის მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო საკარანტინო ცენტრად”

“მე ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც მაქვს საქართველოში, გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე, როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ. გადააკეთოს თავის მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....