aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი, აშშ-ს უკავშირდება” – ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 77 პაციენტიდან, 10 გამოჯანმრთელდა და გაწერილია, 34 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო 33 პირი “კოვიდ”-ის მიმღებ დანარჩენ კლინიკებში მკურნალობს.

„ერთი პაციენტი ჩამოსული იყო საფრანგეთიდან და მე-13 დღეს მოხდა დაავადების დადასტურება. ის იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არის დამოუკიდებელი შემთხვევა. მეორე პაციენტი არის ე.წ. ამერიკულ კლასტერთან კავშირში. მას კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულ პაციენტთან. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლიაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. 77 შემთხვევიდან, 34 ინფექციურში იმყოფება; 10 გაწერილია; დანარჩენი 33 განთავსებულია ხუთ მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ ხუთს დაემატა მეექვსე ზუგდიდის ინფექციური საავდმყოფო. ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუსტად ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ჩვენს ცენტრში გუშინ დაემატა ორი ახალი შემთხვევა“, – უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....