ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული დღევანდელი ორი ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, პაციენტს ორიმხრივ პნევმონიასთან ერთად თანარსებული დაავადებაც ავს, რაც მის მდგომარეობას ამძიმებს.

“ამ ორი შემოსული ახალი პაციენტიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელის შემდეგ ამ პირთან მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა. სტაბილური სიტუაციაა და ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდება, მდგოამრეობა სტაბილური თუ იქნება, გამოსავალიც ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს”,- აცხადებს ეზუგბაია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

 

იტვირთბა....