“ბოლნისში, თვითონ ქალაქში, არცერთი ადამიანი არ არის შემოწმებული. თუ ვინმე იძახის, რომ შემოწმება იყო, მაშინ დადონ ფოტომასალა, ვისთან იყვნენ და რა სამედიცინო დახმარება გაუწიეს ხალხს. არსად არ ჩამოუვლიათ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა ქალაქ ბოლნისში. სოფლებში თუ იყო, ეგ არ ვიცი. ადამიანებს შეეშინდათ. ჰგონიათ, სიცხე რადგან არ ჰქონდათ, ვირუსი არ აქვთ”
გიორგი ოლქიევი, აქტივისტი
TV პირველი, “ღამის ამბები ანა წერეთელთან ერთად”
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოში 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.