“იმ ადამიანებს კი ნუ ვაკრიტიკებთ, ჩვენი თავი და ჩვენი ხელისუფლება გავაკრიტიკოთ, რომ როგორ ვერ ვახერხებთ, რომ აგერ, ყურის ძირში, ჩვენს სისხლსა და ხორცს, აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქართული ვასწავლოთ. რატომ არ ვაკეთებთ ყველაფერს ამისთვის, სად არის ჩვენი განათლების სისტემა. მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, აუცილებლად შევკრებდი ოპოზიციასაც, აუცილებლად ყველას დავუძახებდი და ვკითხავდი, ვისაც რამე ფიქრი და აზრი გაქვთ, როგორ შეიძლება კრიზისი დავძლიოთ-მეთქი”
ალეკო ელისაშვილი, “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი
Palitranews, გადაცემა “360 გრადუსიო”
შეგახსნებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
საქართველოში 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.