ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სი-ფი-აი ჯორჯიამ” და “სპექტრა გეზი ჯორჯიამ” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საჩუქრად პიკაპები გადასცეს

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა “სი-ფი-აი ჯორჯიამ” და “სპექტრა გეზი ჯორჯიამ” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საჩუქრად 150 000 ლარის ღირებულების ორი პიკაპი გადასცეს.

“დამსაქმებელთა ასოციაცია მადლობას უხდის წევრ კომპანიებს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის ასეთი გამოხატულებისთვის.

კომპანიების ხელმძღვანელობის მხრიდან მოთხოვნილი ანონიმურობის მიუხედავად, საჭიროდ ვთვლით, მსგავსი პრეცედენტებისთვის საჯარო მადლიერება გამოვხატოთ და ამასთან, მაგალითი მივცეთ ბიზნესოპერატორებს, შესაძლებლობის ფარგლებში, წვლილი შეიტანონ დაავადებასთან ბრძოლის და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროცესში.

დარწმუნებული ვართ, სრულიად ბიზნესის, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების თანადგომით, შექმნილი კრიზისულ პერიოდს მაქსიმალურად მოკლე დროში გადავლახავთ”, – ნათქვამია „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ განცხადებაში.

 

იტვირთბა....