დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღევანდელი ინფიცირების სამი ახალი შემთხვევის კონტაქტები დადგენილია, თუმცა ისინი ცნობილ კლასტერებს არ წარმოადგენენ.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“”ახალი სამი შემთხვევიდან ერთი დაკავშირებულია საფრანგეთთან და ორი – აშშ-სთან. თუმცა, ისინი აქამდე ცნობილი, დიდი კლასტერების წარმომადგენლები არ არიან”,- აღნიშნავს იმნაძე.
რაც შეხება ინფიცირებულთა ასაკობრივ კატეგორიას, იმნაძის ცნობით, საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური 82, ხოლო მინიმალური 2 წელი.
ამასთან, იმნაძე სამკურნალო მედიკამენტების დასახელებისგან თავს იკავებს, ვინაიდან როგორც მან განაცხადა, კონკრეტული პრეპარატის დასახელბის შემდეგ მოქალაქეებმა მისი შეძენა დაიწყეს, რაც არასწორია.
“პრეპარატის დასახელება მედიაში იწვევს იმას, რაც გამოიწვია ანტიმალარიული პრეპარატის დასახელებამ. ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს აფთიაქებიდან ის მედიკამენტი, რომელმაც შესაძლოა ადამიანის იმუნურ სისტემაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამიტომ, მოდით ეს საქმე მივანდოთ იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც ბატონი ცერცვაძე ხელმძღვანელობს. ისინი ადგენენ მკურნალობის პროტოკოლებს, მივანდოთ ეს საქმე მცოდნე ხალხს და იმათმა გადაწყვიტონ მედიკამენტები”,- აცხადებს იმნაძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამსი ინფიცირებულტა რიცხვი 73 გახდა. ინფექციისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.