ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.

ექიმების ინფორმაციით, ვითარების გამწვავების მიზეზად ქრონიკული დაავადებები და კლინიკაში დაგვიანებული მიმართვიანობა სახელდება.

ინფიცირებულია 62 წლის ქალი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კლინიკაში მძიმე დიაგნოზით გადმოიყვანეს. პაციენტი მარნეულის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით 18 რიცხვში შევიდა. განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც ქალი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.

თბილისის კლინიკაში შეყვანიდან 62 წლის ქალის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ექიმების პროგნოზი მუდმივად იცვლებოდა.

ცნობილია, რომ ახალდაინფიცირებული 4 შემთხვევის წყარო სწორედ ეს ქალბატონია. ყველა მათგანი მისი ოჯახის წევრია.

23 მარტს, მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა,  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 70 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულებიდან 9 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....