მთავარი ციტატა

“ღვთისმსახურება ყოველდღე გვაქვს, მაგრამ მრევლის გარეშე. წირვა-ლოცვა უფრო მეტად გავაძლიერეთ”, – მეუფე საბა

“წირვა-ლოცვას არ ვწყვეტთ, პირიქით, უფრო მეტად გავაძლიერეთ ლოცვა. თუ კვირაში ერთხელ გვქონდა მსახურება, ახლა ყოველდღე გვაქვს, მაგრამ მრევლის გარეშე, სასულიერო პირებით. მადლობა ღმერთს, დღეს, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვქონდეს “ლაივი”. მსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცეს და მრევლი გარკვეულწილად ამით ვანუგეშოთ, რომ ჩაეართონ, სახლებიდან ილოცონ. შეიძლება ვინმემ დასვას შეკითხვა, ზიარება როგორ მიიღოს – ჩვენ მივალთ მრევლთან სპეციალური აღჭურვილობით. მივალთ, უნუგეშოდ არ დავტოვებთ. დაზღვეული არავინაა”

მეუფე საბა, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარი

ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა”

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა. აშშ-ში კორონავირუსის 49 594 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გარდაცვლილია 622, გამოჯანმრთელებული კი – 361.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.  70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.

საქართველოს საპატრიარქოში ზიარების წესის შეცვლის თაობაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

იტვირთბა....