aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“საქართველოში დამზადებული პირბადეები უსასყიდლოდ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს დაურიგდებათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, დღეს თბილისში მდებარე საწარმო „მოვის” ეწვია, რომელმაც სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში საქართველოში დამზადებული პირბადეები უსასყიდლოდ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს დაურიგდებათ. სამედიცინო ნიღბები გაიგზავნება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

„დღეს ვესტუმრეთ კიდევ ერთ სამკერვალო საწარმოს, რომელიც ჩართული არის პირბადეების კერვის პროგრამაში. თბილისში განთავსებული სამკერვალო საწარმო „მოვი“ 2015 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით შეიქმნა და ორიენტირებულია ექსპორტზე. დღეს სრული შემადგენლობით კერავენ პირბადეებს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამისთვის დიდი მადლობა მათ. პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრებს ტემპს და ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზება. აქამდე პრაქტიკულად არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, რადგან საჭიროება არ იყო. უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება ამ პროგრამაში. ვცდილობთ, ნედლეულის მიწოდება უცხოეთიდან ავაწყოთ და მალე ჩვენი პირბადეები იყოს მიწოდებული ყველასთვის ვისთვისაც ეს აუცილებელია.

ვიდრე მასობრივი წარმოება არ აეწყობა, გვიწევს პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილოთ პირბადეები, ეს პრიორიტეტებია – პირველ რიგში, 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები, რომლებსაც ჩვენი ფოსტა ემსახურება და მიუტანს მედიკამენტებთან ერთად, ასევე ჩვენ დიდი რესურსი წარვმართეთ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ მივაწოდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით. პირველ რიგში დარიგდება იმ პირებზე, ვინც გვემსახურება და კონტაქტობს პოტენციურად საკარანტინო კონტინგენტთან, ესენი არიან პოლიციელები, ჯარი, მედიკოსები და მოხალისეები. ხვალიდან დავიწყებთ და კიდევ ერთი პრიორიტეტი ჩვენი საცალო მაღაზიებია, სადაც სურსათი იყიდება. სასურსათო უსაფრთხოება ძალიან მაღალი პრიორიტეტია. ეს ადამიანები საჭიროებენ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრაზე.

თურნავას თქმით, ამასთან, პრიორიტეტი არიან მეტროპოლიტენის მემანქანეებიც.

„იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ გაყიდვაში გამოჩნდეს, მხოლოდ ფასების კონტროლით. დიდი იმედი მაქვს, რომ პირბადეების ასეთი რაოდენობით საჭიროება ძალიან მალე გაქრება, თუმცა ჩვენივე წარმოების მარაგი უნდა გვქონდეს და ასეც იქნება“, –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

იტვირთბა....