„რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, იყოს ეტაპობრივი, თანმიმდევრული მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევის მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივი“
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
შეგახსენებთ, ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.