თურქეთში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემდეგად კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 37 გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში 1 529 დაავადებული ადამიანია.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაინფიცირების 382 008 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 16 558 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 102 431პირი.