მთავარი ციტატა

“ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება”- დეკანოზი

“ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება.”

გურამ ჭარელაშვილი – დეკანოზი 

დეკანოზი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, 20 მარტს სინოდის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი კოვზით ზიარება არ შეიცვლება. ამ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

იტვირთბა....