ახალი ამბები მთავარი სამართალი

მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მოზარდი დაიღუპა

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით არასრულწლოვანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავად გაუვარდა და სასიკვდილოდ დაიჭრა.

დაჭრილი დაბა მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სსკ-ის 116-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....