aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით სამი კონტაქტი არის გამოკვლეული და სამივეს პასუხი არის უარყოფითი” – იმნაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ განაცხადა, კონტაქტში მყოფი პირებიდან სამს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევა და ანალიზის პასუხი უარყოფითია.

“ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი პრაქტიკულად დადგენილია. არის 90-მდე კონტაქტი. ისინი იმყოფებიან იზოლაციაში. მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდება გამოკვლევა. მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით 3 კონტაქტი არის გამოკვლეული და სამივეს პასუხი არის უარყოფითი”, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....