ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 13 960 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 13 960 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 167-ს მიაღწია.

რაც შეეხება ლეტალურ შედეგს, შეერთებულ შტატებში გარდაცვალების 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ბოლო მონაცმემებით, ვირუსით 396 პირია გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელებულია 178 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით დაინფიცირების 337 720 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 14 441, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 958 ადამიანი.

იტვირთბა....