პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო შეუჩერებლად მუშაობს.
სოზარ სუბარის განმარტებით, შეხვედრა ყოველდღე ხდება ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ძალოვნების ჯგუფებს შორის
„ეს ყველა მიმართულება არის მნიშვნელოვანი. მსჯელობენ, როგორ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორ გადავარჩინოთ ეკონომიკა, რათა კრიზისი რომ გადაივლის, რესტარტი იყოს გაცილებით ადვილი; როგორ დავიცვათ წესრიგი, ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად.
დღეს იყო ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრა. დაიგეგმა მთელი რიგი გადაწყვეტილებები. პირველი რიგის გადაწყვეტილება არის, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოციალურად ყველაზე დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და დავეხმაროთ თითოეულ მათგანს, რომ როგორ გადავლახოთ ეს კრიზისი.
ასევე იყო საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უმუშევრები რჩებიან, კომპანიები იძულებული გახდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ. ვიმსჯელეთ, რა გავაკეთოთ, რომ მათი მდგომარეობა იყოს გადალახვადი და ხვალ, ზეგ მათ ადვილად შეძლონ მუშაობის დაწყება. ასევე, რა გავაკეთოთ რეგიონებში, რადგან დღეს პრაქტიკულად ეს არის კრიზისი, რომელიც შეეხო ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ყველა ოჯახში შეაღწია და მაქსიმალურად რომ თანაბრად იყოს თითოეულ რეგიონში ვითარება კონტროლირებადი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.