“- მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
– მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
– მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!”
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.