ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტელეკომპანია „ენბისის“ კორესპონდენტს, პიტერ ალექსანდერს, არაკეთილსინდისიერი და საშინელი რეპორტიორი უწოდა.
პიტერ ალექსანდერმა ტრამპს კითხვა იმ მედიკამენტთან დაკავშირებით დაუსვა, რომელზეც კორონავირუსის დასამარცხებლად მუშაობენ და აღნიშნა, რომ ექიმი ფაუჩის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ჯადოსნური მედიკამენტი კორონავირუსისთვის.
„ვეტყოდი, რომ საშინელი რეპორტიორი ხართ. ამას ვიტყოდი. ვფიქრობ, ძალიან ცუდი კითხვაა და ვფიქრობ, ძალიან ცუდი სიგნალს აწვდით ამერიკელ ხალხს. ამერიკელი ხალხი პასუხებს ეძებს, იმედს ეძებს და თქვენ სენსაციებს ქმნით. სენსაციების ნაცვლად რეპორტიორობას უნდა დაუბრუნდით ახლა გაერთიანების დროა, თუმცა გაერთიანება გაცილებით რთულია, როდესაც არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტების გვყავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა. თუმცა, როდესაც ხალხი არაკეთილსინდისიერია, ისინი ნამდვილად აყენებენ ზიანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის საპასუხოდ.