მთავარი ციტატა

“ქრისტიანები ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს – თუ კანონი რწმენის დარღვევისკენ მოგვიწოდებს”

“ვიღაცამ გამოიძახა პატრული და მოვიდნენ, იმათაც თავიანთი ვალდებულება აქვთ. ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში და გამოიძახეს. პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ, პრეზიდენტმაც ბრძანა, ველოდებით ინსტრუქციებს. საგანგებო ვითარებაზე ყველა თანახმა ვართ, აუცილებელია, მაგრამ, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლება შეიკრიბოსო, ამ ქალაქში მილიონ-ნახევარი თუ მეტი ადამიანია შეკრებილი ერთად. რას ნიშნავს 10 ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება, აუცილებლად უნდა დასახელდეს ფართობი ან მოცულობა, რამდენ კუბამეტრ სივრცეში. ასე არ არის?! უნდა იყოს ეს რეგულაციები. ასეთი წესრიგი, დღეს რომ იყო სამების ტაძარში, მე არ მახსოვს. ქრისტიანები ვართ კანონმორჩილები, ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს – თუ კანონი რწმენის დარღვევისკენ მოგვიწოდებს”

მეუფე ნიკოლოზი, ახალქალაქისა და  კუმურდოს მიტროპოლიტი

შეგახსენებთ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა ილია მეორემ.

 

იტვირთბა....