სამების საკათედრო ტაძარში სამართალდამცველები გამოიძახეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, პოლიციას დახმარების თხოვნით მრევლმა მას შემდეგ მიმართა, რაც ტაძარში დაცული არ იყო დისტანცია ადამიანებს შორის.
სამების საკათედრო ტაძარი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც ცნობილი გახდა, სამართალდამცველებს ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ ტაძარში 10 ადამიანზე მეტი იყო შეკრებილი.
სამართალდამცველებს სასულიერო პირები ადგილზე გაესაუბრნენ, თუმცა მათ ჟურალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკვირაო წირვა ჩვეულებისამებრ ჩატარდა, წირვას ესწრება პატრიარქი, ილია მეორეც.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.