“განსაკუთრებული ღონისძიებები ქვეყანაში სრულდება უკვე დიდი ხანია, აქ ტენდენციას აქვს მნიშვნელობა, როგორ განვითარდება მოვლენები – ყოველ წუთას შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ვიმსჯელებთ და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მკაცრი ზომები სოციალური დისტანცირების კუთხით დღესაც ძალაშია და კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან სოციალური დისტანცირება ჩვენთვის არის მთავარი ბერკეტი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”
თამარ გაბუნია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.