“ეს არის სადამსჯელო ღონისძიება მათთის არასაყვარელი მედიების მიმართ. ზუსტად იგივე რეჟიმში უნდა იყვნენ დღეს ტელეკომპანიები, რა რეჟიმშიც არიან სხვა ბიზნესკომპანიები. ხალხო, როდესაც არ გექნებათ ძალიან მალე სამსახური, როდესაც ვეღარ მოიძიებთ გადასახადების გადასახდელ ფულს: დენის, გაზის, პურის საყიდელ ფულს, შვილებისთვის საჭირო ფულს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ხელისუფლებამ თქვენი კუთვნილი 35 მილიონი ბიუჯეტში არ შეატანინა იმ ტელევიზიებს, რომლებიც მას უყვარს.”
“ტვ პირველის” დირექტორი – ინგა გრიგოლია
აღნიშნული განცხადებით გრიგოლია ეხმაურება, დღეს, 20 მარტს, ორ ტელეკომპანიაზე, “ტვ პირველსა” და “მთავარ არხზე” ინკასოს დადებას.
ფაქტს ფინანასთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელევიზიებს ინკასო ავტომატურად დაედოთ.